იფქლი დიღომსა და ლაბორს შორის შეთანხმება შედგა


👉 სამედიაციო პროცესი, რომელიც ბოლო ერთი თვეა ლაბორ•Labor-სა და იფქლი დიღომს შორის მიმდინარეობდა შეთანხმებით დასრულდა👌

მადლობას ვუხდით ლაბორის სახელით პროცესის თითოეულ მონაწილეს მედიატორს ტარიელ სიხარულიძეს, რომელმაც თავდაუზოგავად იშრომა შეთანხმების მისაღწევად GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება -ის იურისტს თამილა გაბაიძესეს.

კომპანიის მხრიდან პროცესში მონაწილე მხარეებს და განსაკუთრებული მადლობა იფქლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თითოეულ წევრს ორგანიზებულობისა და მოთმინებისთვის✊

როგორც ლაბორ•Labor ასევე იფქლი დიღომი მზაობას გამოვთქვამთ მოლაპარაკებებისთვის, რათა კვლავ გავაგრძელდეს მომავალში დასაქმებულთა შრომითი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობა 🤝

შემდეგი სიახლე წინა სიახლე

ძებნა

თეგები

Back To Top