სოლიდარობის აქცია ყაზახეთის საელჩოსთან

😔 2021 წლის 16 დეკემბერს 10 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან რაც ქალაქ ჟანაოზესა და სოფელ შეტფეში განხორციელდა, როდესაც ნავთობმოპოვების სფეროში დასაქმებულების მრავალთვიანი გაფიცვა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით დაშალა. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 17 და 86 გაფიცვის მონაწილე დაშავდა, გაფიცვაში მონაწილეობისთვის ათეულობით ლიდერს მრავალწლიანი სასჯელი მიესაჯა.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გაფიცვაში მონაწილე თითოეულ დასაქმებულს, მათ ოჯახებს და მოვითხოვთ შეწყდეს მათზე რეპრესიები. პატივს მივაგებთ გაფიცვის დროს მოკლულ დასაქმებულებს და ვთხოვთ ყაზახეთის ხელისუფლებას მიუკერძოებლად და სამართლიანად გამოიძიოს 2012 წელს დატრიალებული ტრაგედია. სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს ყაზახ დებს და ძმებს!

შემდეგი სიახლე წინა სიახლე

ძებნა

Back To Top