საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი გახლავთ დამსაქმებლებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის უმთავრეს საწესდებო ვალდებულებას წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა და დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური უფლება-ინტერესების დაცვა და წარმოდგენა.
🔴 პროფესიული კავშირის საქმიანობის საფუძველი არის საქართველოს კონსტიტუცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე კონვენცია, საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსი და საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ.
🔴 საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გაწევრიანდეს პროფესიულ კავშირში და დამსაქმებლის ან მათი წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელებული იქნება დასაქმებულის პროფკავშირის წევრობის უფლების შეზღუდვის მიზნით, განიხილება როგორც პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
🔴 პროფესიულ კავშირს არ გააჩნია კომერციული, სამეწარმეო და ბიზნეს-ინტერესები, შესაბამისად არ ერევა დამსაქმებლის ბიზნეს-საქმიანობაში.
🔴 პროფესიული კავშირი პატივს სცემს დამსაქმებლის ქონებას და მის მიერ ინვესტიციის სახით დახარჯულ ყოველ თეთრს, შესაბამისად, პროფესიული კავშირის მუდმივი, ბუნებრივი სურვილი და ინტერესია, რომ დამსაქმებლის სამეწარმეო საქმიანობა იყოს წარმატებული და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს დამსაქმებლის საუკეთესო და პოზიტიურ ინტერესებს.
🔴 პროფესიული კავშირის საქმიანობის ერთერთი უმთავრესი პრინციპი არის დასაქმებულთა მუდმივი ინფორმირება, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, გადაწყვეტილებების მათთან ერთად მიღება და ერთობლივი მოქმედება.
🔴 პროფესიული კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურა შეიცავს პროფკავშირულ ორგანიზაციებს საწარმოს, დარგობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, რომელთა შორის კოორდინაცია, სუბორდინაცია და ფუნქციების განაწილება მაქსიმალური სიზუსტით არის ორგანიზებული და ყოველგვარი გაუგებრობა გამორიცხულია.
🔴 შექმენით, აირჩიეთ და მართეთ პროფკავშირი, დაიცავით საკუთარი და სხვისი შრომითი უფლებები, იყავით ორგანიზებულები.
✊🏻 იქ სადაც პროფკავშირია პრობლემები ნაკლები, ან არ არსებობს. პროფკავშირი გვაერთიანებს!



გადმოტვირთე დარგის წესდება

ჩვენი გუნდი

გიორგი დიასამიძე

გიორგი დიასამიძე

თავმჯდომარე

ეკატერინე ნინიაშვილი

ეკატერინე ნინიაშვილი

თავმჯდომარის მოადგილე

ვლადიმერ ხვლეური

ვლადიმერ ხვლეური

გამგეობის წევრი

ნათია ჩხეტიანი

ნათია ჩხეტიანი

გამგეობის წევრი

ჩვენი მიზანი
სოციალური სამართლიანობაა !

ლაბორის მთავარი მიზანი მშრომელთა ორგანიზება და მათი შრომით-სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ერთად ყველაფერს შევძლებთ !


გიორგი დიასამიძე
ლაბორ • Labor -ის თავმჯდომარე

გახდი მონაწილე, შემოგვიერთდი!

თუ იზიარებ ჩვენს მიზნებს, იდეოლოგიას და გსურს უკეთესი სამუშაო პირობები გქონდეს, შემოგვიერთდი - გაწევრიანდი !
ან გახდი დონორი და გააძლიერე ჩვენი ორგანიზაციის საგაფიცვო ფონდი შემოწირულობის სახით.

გაწევრიანდი დონაცია

ფოტო გალერეა

თუ შენთვის მნიშვნელოვანია ეს საქმე, შემოგვიერთდი!

შეგიძლია თავად გახდე მნიშვნელოვანი საქმის მონაწილე! დაეხმარე დარგს სოფლის მეურნებაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა შრომით-სამათლებრივი უფლებების დაცვაში. გაიარე უფასო გადამზადება და გახდი მოხალისე ან ორგანაიზერი.

გახდი ორგანაიზერი
Back To Top